X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სამტრედიაში ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14 ივლისი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთისსახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთანერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

2016 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისათვის 2.5 მლნ ლარამდე თანხა გამოიყო. დაწყებული 13 პროექტიდან უკვე მოეწყო 22 კილომეტრამდე ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.